მდებარეობა: წვერის წმინდა გიორგი, კიკეთი;

კატეგორია: სათავგადასავლო ტურიზმი;

პროექტის მიზანი: პროექტის  მიზანია მასწავლებლების და მოსწავლეების ინტეგრაცია. პროექტის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები და მოსწავლეები ქმნიან არაფორმალურ ჯგუფებს, სადაც ისინი ერთად ასრულებენ “Team Building” სავარჯიშოებს.

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი

მიმდინარეობს თბილისთან ახლოს სოფელ „კიკეთში“ წინასწარ შერჩეულ ადგილზე. მონაწილეები იყოფიან არაფორმალურ გუნდებად და იღებენ ტრენერებისგან სპეციალურ დავალებებს.

პროექტის პროგრამა შედგენილია „Team Building“სავარჯიშოებისგან. სავარჯიშოები დანიშნულებაა:

I – შექმნას დადებითი განწყობა მონაწილეთა შორის;

II – საფუძველი ჩაუყაროს გარემოს, სადაც მონაწილეები გამოავლენენ თავიანთ პიროვნულ თვისებებს და ხასიათის შტრიხებს, რაც მონაწილეებს ერთმანეთის უკეთესად გაცნობაში დაეხმარებათ;

III – მონაწილეებისთვის შექმნას ისეთი გარემოებები, სადაც ისინი გუნდურად მიაღწევენ დასახულ მიზანს;

Team Building სავარჯიშოების გარდა პროგრამა მოიცავს ენერჯაიზერებს.

დროის ხაზი (თაიმლაინი)

09:30-10:00 შეკრება-გასვლა: შეკრება ხდება დამკვეთი დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, სურვილის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

10:00-10:50 დანიშნულების ადგილი „წვერი“ : შეკრების შემდეგ მონაწილეები და ორგანიზატორები ნაწილდებიან სატრანსპორტო საშუალებაში და ხდება დანიშნულების ადგილზე მისვლა;

11:00-12:00 ეკლესიის მონახულება: მონაწილეები მოინახულებენ წვერის წმინდა გიორგის ეკლესიას, გზად გაივლიან შემოდგომის ბილიკს.

12:00-12:40 წვერიდან სოფელი კიკეთამდე. დაბანაკება. მონაწილეები სოფელ კიკეთში სპეციალურად შერჩეულ ადგილზე მოაწყობენ ბანაკს.

12:40 – 13:10 დასვენება, ჭამა. მონაწილეები დაისნებენ და მსუბუქად მიირთმევენ საკვებს.

13:10 – 13:20 ენერჯაიზერი. მონაწილეები შეასრულებენ ენერჯაიზერს.

13:20-13:30 ინსტრუქციები მონაწილეებს. მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და მიიღებენ ინსტუქციებს.

13:30-14:30 აქტივობა „ჰულა ჰუპსი”

14:30-14:45 შესვენება.

14:45 -15:05 აქტივობა „რომ გადახვალ გააჩერე!“

15:05 -15:35 აქტივობა „ჰოლმსი და უოტსონი“

15:35-16:00 დასვენება.

16:00-16:10 ენერჯაიზერი.

16:10-16:30 აქტივობა „რა ვერ მოიფიქრე?“.

16:30 – 17:00 აქტივობა „ვიღაცა ურევს!“

17:00-18:00 მზადება ვახშმისთვის. ცეცხლის დანთება, ვახშმის მომზადება.

18:00-19:30 ვახშამი.

20:00-20:40 უკან დაბრუნება.