რას აკეთებენ წარჩინებული მოსწავლეები განსხვავებულად?

დუგლას ბარტონის გამოსვლა TED- ზე

“ თითოეული მოსწავლის  სურვილია,  რომ  სკოლაში  კარგი ნიშნები  და მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეს, აქედან გამომდინარე, ყველას აინტერესებს,  თუ რა უნდა  გააკეთოს იმისთვის, რომ მაღალი ქულები დაიმსახუროს ?  რა არის ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ  მთავარ როლს მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაში თანდაყოლილი ინტელექტის კოეფიციენტი იგივე iq- თამაშობს. ნაწილს მიაჩნია, რომ  ბევრ მეცადიონებას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა.

ზემოთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით 44 ქვეყნის 200 სკოლაში ჩატრადა კვლევა, რომლის მიზანი იყო გაერკვია, თუ რას აკეთებენ წარჩინებული მოსწავლეები სხვებისგან განსხვავებულად?  რა არის ის, რაც მათ წარჩინებულობას  განაპირობებს სკოლებში.

კვლევით  სამი მნიშვნელოვანი მიგნება გამოვლინდა:

პირველი -მიგნება იყო ის, რომ წარჩინებული მოსწავლისთვის აუცილებელი პირობა არ იყო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი,

მეორე –  წარჩინებულ მოსწავლეებს მხოლოდ მცირედით განსხვავებული უნარ-ჩვევები ჰქონდათ  დანაჩენებთან შედარებით, განსხვავება არ ვარირებდა გეოგრაფიული  მდებარეობის მიხედვით. ანუ ზუსტად იგივე უნარები გააჩნდათ წარჩინებულ მოსწავლეებს სიდნეიში, როგორიც ლონდონში.

მესამე- მნიშვნელოვანი მიგნება  იყო ის, რომ ამ უნარების შეძენა  შესაძლებელია.

დავუბრუნდეთ მთავარ  შეკითხვას, რას აკეთებენ წარჩინებული მოსწავლები განსხვავებულად,  რა უნდა გააკეთოთ თქვენც რომ იყოთ წარჩინებული?

პირველ რიგში უნდა შეწყვიტოთ ფიქრი იმაზე, რომ  თქვენ  არ გაქვთ თანდაყოლილი ინტელექტის მაღალი  კოეფიციენტი  და ამიტომ არ ხართ წარჩინებული, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კვლევამ აჩვენა, რომ   ეს  არ არის  გადამწყვეტი.

თავისთავად ბევრი შრომა -ბევრი მეცადინეობა  არ უნდა  გაიხადოთ თვითმიზნად, ეს არ უნდა გაიგოთ მოწოდებად, რომ  საერთოდ არ იმეცადინოთ, უფრო მეტად რომ განვმარტო,  ბევრი მეცადინეობა და შრომა  არის წარმატების განმაპირობებელი, მაგრამ არა საკმარისი,  ანუ მხოლოდ ბევრი მეცადნიეობა არ განაპირობებს წარჩინებას.  კვლევის  შედეგად, ძალიან ბევრი მოსწავლე გამოვლინდა, ვინც წარჩინებული იყო, მაგრამ ბევრს არ მეცადინეობდა, ამავე დროს იყვნენ მოსწავლეები ვინც სხვებზე მეტს მუშაობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ მაღალი აკადემიური შედეგები.ამიტომ მთავარია არა ბევრი არამედ სწორად შრომა, რას ნიშნავს  ეს?

როგორც კვლევამ აჩვენა, წარჩინებული მოსწავლეები აკაეთებენ ბევრ პრაქტიკულ სავარჯიშოებს  და  გამოცანებს, მათგან  განსხვავებით, სტუდენტების უმეტესობა უბრალოდ მრავალჯერ იმეორებს მასლას რომ დაიმახსოვროს, პრაქტიკული სავარჯიშოები ეხმარება მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის ანალისზსა და პრაქტიკულ გამოყენებაში.

სხვა მოსწავლებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად კონკრეტულ საგნებზე მუშაობაში ატარებენ დროს,   წარჩნებული მოსწავლეები  პირველ რიგში აკეთებენ იმ საქმეს, რაც მათ უყვართ და შემდეგ მეცადინეობენ, ამით  ისინი თავს ბედნიერეად და ჰარმონიულად გრძნობენ,  ახერხებენ ბალანსს, რაც საბოლოოდ მათ  პროდუქტიულობას განაპირობებს.”

თარგმანი: მუხრან გულიაშვილი

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=Na8m4GPqA30