რატომ არის საჭირო ფიზ-აღზრდის სწავლება სკოლებში

ფიზიკური აღზრდის სწავლებას  ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი  ძვ. წ. მე – 8 საუკუნეში, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზ-აღზრდის სწავლება პირველად დაინერგა ამერიკაში. მე-19 საუკუნეში ამერიკულმა კოლეჯებმა  თავიანთ კურიკულუმში შეიტანეს  ფიზ-აქტივობის  ისეთი სხეობები როგორიცაა ცეკვა, ტანვარჯიში და ასე შემდეგ.  მიზანი იყო, რომ მოზადრებისთვის  ესწავლებინათ თავიანთ ჯანმრთელობასა და სხეულზე  ზრუნვა. კალიფორნია იყო პირველი შტატი, რომელმაც მოსთხოვა სკოლებს მოსწავლეთა ყოველდღიური გამამხნევებელი ვარჯიში, მას სხვა შტატებმაც მალევე მიჰბაზეს. და მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზ -აღზრდის გაკვეთილები სკოლებში? კვლევები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ფიზ-აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ზრდის მათ კრეატიულობას, ამაღლებს თვითშეფასებას, უვითარებს  გადაწყვეტილების მიღებისა  და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებს.   ასევე პოზიტიურად აისახება მათ ქცევაზე(J. J. Keays and K. R. Allison,“The Effects of Regular Moderate to Vigorous Physical) სპორტი ავითერებს მოზარდებს  მორალური კუთხთაც -მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოცადონ ლიდერობა, პასუხილმებლობის აღება სხვის და საკუთარ საქციელზე, მოსწავლეებს უვითარდებათ  თვითდისციპლინა, თანაკლასელებთან ურთიერთობის კულტურა.  ფიზ-აქტივობის დროს მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ,  როგორ დასახონ მიზნები და იბრძოლონ მათ მისაღწევად. გარდა ამისა,  სპორტის სწავლება სკოლაში  იმიტომაა მნიშველოვანი, რომ არ დაიჩაგრონ ის მოსწავლებები, ვინც  არ გამორჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ გააჩნიათ  კარგი სპოტული მომაცემები. ასეთ მოსწავლეებს  უნდა მიეცეთ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი ტალანტი. არსებობს ბევრი მაგალითი მომავალი ოლიპიური ჩემპიონების ჯერ კიდევ სკოლის ასაკში აღმოჩენის. სპორტის სკოლაში სწავლება ასევე მნიშველოვანია, იმიტომ, რომ მოზარდებმა ისწავლონ ახალი სპორტის სახეობები, რომლის სწავლასაც სხვაგან ვერ შეძლებენ, რაც  მომავალში  შესაძლოა მათი პროფესიაც კი  გახდეს. კანადაში თვლიან, რომ სპორტის სკოლებში სწავლება ეფექტური საშუალებაა ებრძოლო მოსახლეობის ჭარბწონიანობას და კიდევ სხვა მრავალ დავადებას.